-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული თანამდებობის პირი
მაჭავარიანი ივანე ოთარის ძე (11.II.1974, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის წარმოების ეკონომიკა და მართვა (1996) და "საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეც. ინტენსიური კურსი (1997). იყო შპს "ჯეოსელის" ფინანს. განყ-ბის სპეციალისტი (1997-2000); შპს "ჯეოსელის" ფინანს. განყ-ბის უფრ. სპეციალისტი(2000); შპს "ჯეოსელის" ფინანს. დაგეგმარებისა და საერთაშ. ანგარიშების დეპარტ. მენეჯერი (2001-2006); შპს "ჯეოსელის" ფინანს. დირექტორი (2016-2013); TeliaSonera's Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა, 2010-2011). მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey,Accenture, Informa Telecoms, Delta Partners, 2012-2015); შპს "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი (2013-2018); იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრი (2018-2021).